რატომ არ ათავისუფლებენ ლიოვს?

15-10-2018, 13:36

ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩში ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა გერმანია შინ 3:0 დაამარცხა. გერმანიის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში პირველად მოხდა, რომ ბუნდესნაკრებმა ზედიზედ სამ ოფიციალურ შეხვედრაში ერთი გოლიც კი ვერ გაიტანა, რაც გერმანელების ანტი-რეკორდია.

ჰოლანდიასთან მატჩის დასრულების შემდეგ, იოახიმ ლიოვი იმაზე მეტად განადგურებული ჩანდა, ვიდრე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფიასკოს დროს.

"ყველა თავისას მიიღებს! ყველა მიიღებს ცხვირ-პირში. ცხადია, მეც მივიღებ, როგორც მწვრთნელი,"- თქვა იოვმა ARD-ს პირდაპირ ეთერში. 

გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს სტადიონიდან გაეპარა და მხოლოდ კვირას გააკეთა განცხადება.

"ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე კრახის შემდეგ, ყველაფერი მალე ვერ გამოსწორდებოდა".

Bild-ის ინფორმაციით, გრინდელი ლიოვს არც საფრანგეთის ნაკრებთან წაგების შემთხვევაში გაათავსუფლებს - ეს მატჩი სამშაბათს გაიმართება. მიზეზი: ჰოლანდიასთან საპასუხო მატჩამდე ძალიან ცოტა დროა (35 დღე), გერმანელებს კი აჩქარება არ უყვართ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით