ჯოვანი სიმეონე: "მამაჩემის გუნდში თამაში ჩემი ოცნებაა"

1-12-2018, 11:47

იტალიური "ფიორენტინას" შემტევმა, ჯოვანი სიმეონემ საკუთარ მომავალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ატლეტიკოში" თამაშის სურს.

"მამაჩემის გუნდში თამაშის შანსი არასდროს მქონია, თუმცა ვიტყვი, რომ "ატლეტიკოში" მოხვედრა ჩემთვის ძალიან დიდი მიღწევა და ოცნების ასრულება  იქნება. ეს არის კლუბი, რომელიც მთელი ჩვენი ოჯახისთვის განსაკუთრებულია."

"მიხედავად იმისა, რომ მამა ყოველთვის უარობს და  ამბობს, რომ არგენტინის ნაკრები მისთვის ჯერ ძალიან ადრეა, მე მაინც მსურს მისი ნაკრების თავკაცად ხილვა", - აღნიშნა არგენტინელმა შემტევმა.

შეგახსენებთ, რომ ჯოვანი სიმეონე "ატლეტიკოს" მთავარი მწვრთნელის, დიეგო სიმეონეს შვილია. 23 წლის არგენტინელი "ფიორენტინაში" 2017 წლიდან ირიცხება, სერია ა-ს 48 შეხვედრაში დაიცვა კლუბის ღირსებას და 16 გოლი გაიტანა.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

იაშვილი ვაისის კონტრაქტზე: "ორივე მხარეს სურდა, რომ.."

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით