ბოლტს ევროპული კლუბები იწვევენ

15-10-2018, 20:57

ცნობილმა იამაიკელმა სპრინტერმა, უსეინ ბოლტმა რომ საფეხბურთო კარიერა დაიწყო, ეს ამბავი არახალია. 32 წლის სპორტსმენმა თავისი პირველი მატჩიც გამართა ავსტრალიური კლუბის რიგებში და დუბლის გაფორმებაც მოახერხა.

დღეს კი როგორც ბოლტის აგენტმა განაცხადა, მას მოწვევა ევროპული კლუბისგან მიუვიდა.

"მე შევხვდი ერთ-ერთი კლუბის მფლობელს, რომელიც ორწლიან კონტრაქტს სთავაზობს უსეინს."

"ზუსტ სახელს ვერ გეტყვით, თუმცა შემიძლია განვაცხადო, რომ ამ გუნდს დიდი მიზნები აქვს და უახლოეს მომავალში ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს." - განაცხადა ტონი რალისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით