დრაქსლერი: "მბაპეს ვერ შევაჩერებთ"

16-10-2018, 16:45

დღეს ერთა ლიგის ეგიდით გასამართ მორიგ მატჩში გერმანია სარანგეთს დაუპირისპირდება.



აღნიშნული დაპირისპირების შესახებ გერმანიის და „პსჟ“-ს შემტევმა, იულიან დრაქსლერმა, ისაუბრა. მან დიდი ყურადღება მბაპეს დაუთმო და მისი შეჩერების აუცილებლობას ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა.


"თუ მბაპეს ასაჩქარებლად სივრცე მიეცი, შემდეგ ვეღარ დაეწევი. ეს პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან 300 ცხენის ძალა აქვ". 


"სისწრაფესთან ერთად კილიანი შეტევების დაგვირგვინების გასაოცარი ნიჭით გამოირჩევა".


"ჩვენ მბაპეს კოზირების გამოყენების საშუალება არ უნდა მივცეთ და ამისთვის კოლექტიური მუშაობა და აქტიური დაცვაა საჭირო",-ციტირებს გერმანელს T-Online.


შეგახსენებთ, ბოლოს ბუნდესნაკრები ჰოლანდიასთან 3-0 განადგურდა და ამ მატჩის მოგება გერმანელებისთვის, მიუხედავად ბოლო საშინელი სტატისტიკისა, პრინციპის საკითხია. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით