20 ოქტომბრიდან საფეხბურთო ტურნირი ეკლესიებს შორის

16-10-2018, 18:27

ახალგაზრდული მოძრაობის “დავითიანის“ ორგანიზირებით, თბილისში, ეკლესიებს შორის მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართება.

თავდაპირველად ტურნირში მონაწილეობას 12 გუნდი მიიღებს, სამომავლოდ კი გუნდების რაოდენობა გაიზრდება.

როგორც, ცნობილია ტურნირში მონაწილე გუნდები მრევლით იქნება დაკომპლექტებული, ორგანიზირებაში თავის წვლილს მამაოებიც შეიტანენ.

ტურნირში მონაწილეობა არ შეეძლებათ მოქმედ ფეხბურთელებს, 20 ოქტომბერს სამების ეკლესიაში პრესკონფერენცია გაიმართება და ტურნირიც იმ დღესვე დაიწყება.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით