დატოვებს თუ არა ვაისი “საქართველოს“ ნაკრებს?

16-10-2018, 19:57

ცოტა ხნის წინ სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები მთავარი მწვრთვნელის გარეშე დარჩა.

64 წლის იაკ კოზამკა, 5 წლიანი მუშაობის მერე სლოვაკეთის ნაკრები დატოვა.

სლოვაკური მედია წერს, რომ თუ გულშემატკივარი ვინმეს ისურვებდა სლოვაკეთის ეროვნული გუნდის მწვრთვნელად, ეს სწორედ ვლადიმერ ვაისია.

როგორც, იცით ვლადიმერ ვაისი სლოვაკეთის ნაკრებში 2008 წლიდან - 2012 წლამდე მუშაობდა, ვაისმა სლოვაკეთის ნაკრები ისტორიაში პირველად
გაიყვანა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ჯგუფში იტალია ჩატოვა და 1/8 ფინალში გავიდა.

უეფას ერთა ლიგაში ვაისის შეგირდები საკმაოდ წარმატებით გამოდიან, საქართველოს ნაკრებს სამი თამაშიდან სამი მოგება აქვს და 9 ქულით ჯგუფის ლიდერია.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, ვლადიმერ ვაისს იოლად არ შეელევა და მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას შეეცდება. - წერს სლოვაკური მედია

ვლადიმერ ვაისს, საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი 2019 წლის ბოლომდე აკავშირებს.











კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით