საქართველოს ნაკრები ჯგუფის გამარჯვებულია

17-10-2018, 00:36

დღეს გაიმართა უეფას ერთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც ლატვიის ეროვნულმა გუნდმა საქართველოს უმასპინძლა და ანგარიშით 0:3 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი გოლი ჯაბა კანკავამ მე-8 წუთზე, უძლიერესი დარტყმით მოახერხა. ნაკრების კაპიტნის გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ვაკო ყაზაიშვილსაც ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

გოლის შემდგომ ქართველთა უპირატესობა კიდევ უფრო გაიზარდა, რასაც 29-ე წუთზე კარგი კომბინაციის შემდგომ გვილიას გოლი მოჰყვა. 69-ე წუთზე გურამ კაშიამ კონტრშეტევა წამოიწყო, მის გადაცემა კი კარგად გამოიყენა გიორგი ჩაკვეტაძემ, რომელმაც ორი მეტოქე მარტივად ჩამოიშორა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამ გამარჯვების წყალობით ჩვენს ეროვნულ ნაკრებს უკვე 12 ქულა დაუგროვდა. მე-2 ადგილზე მყოფ ყაზახეთს კი მხოლოდ 5 ქულა აქვს. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე 2 ტურით ადრე საქართველომ პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები უკრაინასთან ერთად გახლავთ ერთადერთი გუნდი ერთა ლიგაზე, რომელმაც თავისი ჯგუფი მოიგო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით