როდის გაიმართება პლეი-ოფის შეხვედრები

17-10-2018, 01:08

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა დღეს D დივიზიონის პირველ ჯგუფში გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა. შესაბამისად, გუნდმა ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რომელი გუნდები დაუპირისპირდებიან საქართველოს ევრო 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად, თუმცა უკვე ცნობილია, თუ როდის ჩატარდება ეს შეხვედრები.

პლეი-ოფის 1/2 ფინალური მატჩი მომავალი წლის 5 ივნისს გაიმართება. რაც შეეხება ფინალს, იგი 9 ივნისს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ D დივიზიონში საქართველოს ნაკრები გახდა პირველი გუნდი, რომელმაც პლეი-ოფში გასვლა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით