აბურჯანია: "ისტორიაში პირველად"

17-10-2018, 08:30

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ფლეი ოფის საგზური მოიპოვა, ჯგუფში კი ზედიზედ 4 მატჩი მოიგო.

მოგეხსენებათ, სასტარტო შემადგენლობაში არ იმყოფებოდა გიორგი აბურჯანია, მაგრამ ჯაბა კანკავას ტრავმის შემდეგ, მოედანზე აბურჯანია შევიდა და ის თამაშში კარგად ჩაერთო.

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა კომენტარი გააკეთა.

"ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოვიპოვეთ. ისტორიაში პირველად გადავდგით ასეთი დიდი ნაბიჯი, რაც მთელი გუნდისთვის და ასევე მთელი საქართველოსთვის ძალიან სასიხარულოა".

"რა თქმა უნდა, ჯერ ყველაფერი დასრულებული არ არის, ახლა მთავარია არ მოვდუნდეთ. წინ ბევრად მნიშვნელოვანი შეხვედრებია", - განაცხადა აბურჯანიამ.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით