ხოჭოლავა: "იდეალურად თამაში ვისწავლეთ"

17-10-2018, 09:13

მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა გუშინ D დივიზიონის პირველ ჯგუფში ლატვიას სძლია და  გამარჯვებულის ტიტული მოიპოვა.

შეხვედრის პირველი გოლი ჯაბა კანკავამ მე-8 წუთზე, უძლიერესი დარტყმით მოახერხა. ნაკრების კაპიტნის გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე ვაკო ყაზაიშვილსაც ჰქონდა ანგარიშის გახსნის შანსი, თუმცა მან თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვერ გამოიყენა.

ლატვიასთან მოგებული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ პრესასთან კომენტარი გააკეტა.

"ერთა ლიგაზე ჩატარებული ოთხივე შეხვედრა ჩვენთვის იდეალური იყო. ყველა თამაშზე სრული კონტროლი გვქონდა აღებული".

"მიუხედავად იმისა, რომ პირველ წუთებში პენალტი ვერ გამოვიყენეთ, მალევე მაინც გავიტანეთ და ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშ მიდიოდა. თავიდანვე ყველას სჯეროდა, რომ მოვიგებდით. არცერთი წუთი არ ყოფილა იმის ეჭვი, რომ ქულებს დავკარგავდით", - განაცხადა ხოჭოლავამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით