მერებაშვილი: "დავალება ათიანზე შევასრულეთ"

17-10-2018, 09:37

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა   ერთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა სტუმრად ლატვიასთან მოიგო და ჯგუფში პირველობა ორი ტურით ადრე გაინაღდა.

აღნიშნული მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების შემტევმა გიორგი მერებაშვილმა თამაში შეაფასა.

"როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობას თავიდანვე დავეუფლეთ, გოლიც მალე გავიტანეთ და თამაში უფრო გაგვიმარტივდა. მთლიანობაში ყველაფერს დადებითად შევაფასებდი, რადგან ჩვენი მისია ზუსტად შევასრულეთ. მწვრთნელის დავალება იყო, თამაში ჩვენი კონტროლით წარმართულიყო და 3 ქულა მოგვეპოვებინა".

"ბოლოს ცოტა დაღლა დაგვეტყო, რადგან ზოგმა ფეხბურთელმა ანდორასთანაც და ლატვიასთანაც 90 წუთი ითამაშა, რაც მოგეხსენებათ ძალიან რთულია".

"ვულოცავ მთელ საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას. ეს ქართული ფეხბურთისთვის დიდი დღე იყო", - განაცხადა მერებაშვილმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით