ლატვიელთა თავკაცი: "ქართველებს გასაოცარი სისხარტე აქვთ, ჩემები კი რობოტებივით თამაშობენ"

17-10-2018, 09:51

მოგეხსენებათ, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორია დაწერა. ვლადიმირ ვაისის გუნდმა უეფას ახალ ტურნირში - ერთა ლიგაში ზედიზედ მეოთხე შეხვედრა სტუმრად ლატვიასთან მოიგო და ჯგუფში პირველობა ორი ტურით ადრე გაინაღდა. შედეგად, საქართველოს ნაკრებმა C ლიგაში აღზევება და ევროპის ჩემპიონატის საგზურისთვის პლეი ოფში თამაში გაინაღდა.

მატჩის შემდეგ დამარცხებულ გუნდის მთავარმა მწრთვნელმა მიქსუ პაატელაინენმა პრესკომფერენციაზე ისაუბრა.

"საქართველოსა და ლატვიის ნაკრებებს შორის სათამაშო კლასში ძალიან დიდი განსხვავებაა, მეტოქეს ჰყავს გამოცდილი და ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებიც წამყვან ლიგებში თამაშობენ". 

"საქართველოს ნაკრებს ძალიან სწრაფი სათამაშო ტემპი აქვს, ისინი სხარტად ფიქრობენ და ძალიან ტექნიკურად თამაშობენ".

"ჩვენი ფეხბურთელებიც უნდა ფიქრობდნენ მოედანზე, თუმცა სამწუხაროდ ასე არ ხდება, ისინი რობოტებივით იქცევიან."



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით