ვაისი: "ეს გამარჯვება გულშემატკივარმა დაიმსახურა"

17-10-2018, 10:07

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მეოთხე მატჩიც მოიგო, 12 ქულა მოაგროვა და პლეი ოფის საგზური ორი მატჩით ადრე გაინაღდა. ამჯერად, ვლადიმირ ვაისის გუნდმა რიგაში ლატვიის ნაკრები დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ვლადიმერ ვაისმა ემოციები ვერ დაფარა და ყველაფერი დადებითად შეაფასა და მესამე გოლის ავტორი გიორგი ჩაკვეტაძე გამოარჩია.

" ძალიან მნიშვნელობანია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველი გავიდა პლეი-ოფში. ბედნიერი ვარ, ბედნიერია ქართველი ხალხი, ბიჭები, ხელმძღვანელობა. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას ნდობისთვის. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სამუშაო ჯერ კიდევ გვაქვს. ვნახოთ, როგორ წარიმართება პლეი ოფი, თუმცა ჩვენ ვხედავთ გზას, თუ როგორ უნდა მოვხვდეთ ევროპის ჩემპიონატზე."

"როდესაც საქართველოში ჩამოვდივარ, ზოგჯერ კითხვებზე პასუხის გაცემა ადვილი სულაც არ იყო, მაგრამ ჟურნალისტების, გულშემატკივრების გვერდში დგომას ყოველთვის ვგრძნობდი. ქართველებს ფეხბურთი ძალიან უყვართ და ვფიქრობ ეს გამარჯვება უპირობოდ დაიმსახურეს".

"მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ტალანტი და პროგრესი, ასეთი წინსვლა არასდროს მინახავს და არც მახსოვს. ის უნდა იყოს მაგალითი სხვა ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის. თუ იქნება ათი ჩაკვეტაძე, ათი კანკავა და ათი კაშია, ძალიან მაგარ შედეგს მივაღწევთ".

"დღევანდელი გამარჯვებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა და ვიმედოვნებ, რომ შემდეგ შეხვედრაში, ყაზახეთთან თბილისში, სტადიონზე ანშლაგი იქნება",-განაცხადა ქართველთა თავკაცმა.





კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით