BBC: მესიმ შესაძლოა "ბარსელონა" დატოვოს

17-10-2018, 14:08

ბრიტანული "BBC"-ის მტკიცებით, კატალონიის "ბარსელონას" არგენტინელი სუპერვარსკვლავი, ლიონელ მესი გუნდს 2020 წლის ნოემბერში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

ბრიტანელებთან ერთად ამ თემაზე კატალონიური "Mundo Deportivo"-ც ალაპარაკდა. 

წყაროს ცნობით, 3 წელში მესი მოწოდების სიმაღლეზე ვეღარ იქნება და იგი სახლში, არგენტინაში დაბრუნდება და კარიერას "ოლდ ბოისში" დაასრულებს 

აქვე გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტების ვარაუდია და მეტი არაფერია. 

ასე და ამგვარად, მესიმ "ბარსას" ახალ კონტრაქტზე უარი, თუ თქვა, მაშინ ნისლიანი ალბიონის ჟურნალისტთა წინასწარმეტყველება გამართლდება და ლეო "ოლდ ბოისში" გადაბარგდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით