გერმანია კრიზისშია. ლიოვის გუნდი ანტირეკორდებს ამყარებს

17-10-2018, 21:41

გერმანიის ეროვნული ნაკრები რომ კრიზისშია, ამაზე მათი ნაჩვენები შედეგებიც მოწმობს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპიდან გავარდნა და ერთა ლიგაზე 3 მატჩში 1 ქულა. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის. "ბუნდესნაკრებმა" წელს უკვე არაერთი ანტირეკორდის დამყარება "მოასწრო".

პირველ რიგში აღსანიშნავია ის, რომ ისტორიაში პირველად, გერმანელებმა ერთი კალენდარული წლის მანძილზე 6 შეხვედრაში იწვნიეს მარცხი. ბრაზილია, ავსტრია, მექსიკა, სამხრეთ კორეა, ჰოლანდია და საფრანგეთი. ეს იმ ქვეყნების ჩამონათვალია, რომლებმაც მათი დამარცხება მოახერხეს.

გარდა ამისა, გერმანელებმა ზედიზედ სამ ოფიციალურ მატჩში ვერ შეძლეს გოლის გატანა, რაც ასევე ანტირეკორდია. სერია მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე, ბოლო ტურში დაიწყო სამხრეთ კორეასთან (0-2), რასაც ერთა ლიგაზე საფრანგეთთან (0-0) უგოლო ფრე მოყვა და ჰოლანდიასთან (3-0) მძიმე მარცხით "დაგვირგვინდა".

და ბოლოს. მიმდინარე წელს ბუნდესნაკრებმა მხოლოდ ერთ შეხვედრაში შეძლო კარის მშრალად შენახვა, რაც ბოლო 54 წელიწადში ყველაზე ცუდი შედეგია. ამ ყველაფრის გათვალისწინებით საეჭვოა, თუ რამდენ ხანს შეძლებს იოახიმ ლიოვი მთავარი მწვრთნელის პოსტის შენარჩუნებას. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

-
17 სექტემბერი
-
17 სექტემბერი
-
მოგებული
-
მოგებული

დაგვიმეგობრდით