• 26-08-2023
    კოუტინიო კატარში მიდის
    კოუტინიო კატარში მიდის

    როგორც ჩანს, ფილიპე კოუტინიო ევროპიდან წასვლას აპირებს. ბრაზილიელ შემტევ ნახევარმცველს "ასტონ ვილაში" აღარ სურს და კატარულ "ალ დუჰაილთანაა" ახლოს.

    ფილიპესთან კატარელებს ყველაფერი შეთანხმებული აქვთ და ახლა "ვილას" სატრანსფერო თანხაზე ელაპარაკებიან. 31 წლის ფეხბურთელი ამჟამად ტრავმირებულია, თუმცა ეს ტრანსფერის განხორციელებას საფრთხეს არ უქმნის.

    "ბარსელონასთვის" ეს ამბავი იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ კოუტინიოს გაყიდვით გამომუშავებული თანხის 50% ბირმინგემელებმა სწორედ მათ უნდა გადაუხადონ. აღნიშნული პუნქტი შეთანხმებაში მაშინ ჩაიდო, როცა ფილი "ვილა პარკზე" გადაბარგდა.

    "ლურჯ-ბროწეულისფერნი", რომლებიც ახლაც ებრძვიან ფინანსურ პრობლემებს, ამ "გაუთვალისწინებელ" შემოსავალს მხოლოდ და მხოლოდ მიესალმებიან.

    შეგახსენებთ, რომ კოუტინიო "ბარსამ" 2018 წელს, "ლივერპულიდან" შეიძინა. ბრაზილიელის ყიდვა კლუბს 130 მილიონი ევრო დაუჯდა. ფილიპემ "ბლაუგრანას" მაისურით ჩატარებულ 106 მატჩში 25 გოლი და 14 ასისტი მიითვალა.

    Facebook კომენტარები