ჩაკვეტაძე პრემიერლიგის გრანდში, სასიხარულო ინფორმაცია ქართული ფეხბურთისთვის

17-10-2018, 16:24

მოგეხსენებათ, ზამთარში გავრცელდა ჭორები იმის შესახებ, რომ ლონდონის "ტოტენჰემს" გიორგი ჩაკვეტაძის შეძენა სურდა. როგორც ჩანს, "მამლებს" ქართველი ნახევარმცველის მიმართ ინტერესი კვლავ გაუჩნდათ.

ბელგიური გამოცემების ინფორმაციით, ლონდონელებმა კვლავ დაიწყეს 19 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე მუშაობა.

წყაროს ცნობით, "ტოტენჰემი" მზადაა ჩაკვეტაძის სანაცვლოდ არც მეტი არც ნაკლები 8 მილიონი ევრო გადაიხადოს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბელგიური "გენტის" საკუთრებაა და იგი ამ კლუბის ღირსებას 2017 წლიდან იცავს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით