ვიდალი 800 ათასი ევროს ოდენობით დაჯარიმდა

18-10-2018, 11:04

"ბარსელონას" ჩილელი ნახევარმცველი არტურო ვიდალი სკანდალში გაეხვა. რგორც გამოცემა TZ გვამცნობს, ღამის კლუბში ჩხუბისთვის იგი 800 ათასი ევროთი დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ვიდალმა, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ "ბაიერნის" ფეხბურთელი იყო, მიუნხენის ერთ-ერთ ღამის კლუბში მუშტი-კრივი გამართა, რასაც დაზარალებული მოჰყვა,  მისთვის მაშინ თავში ბოთლი ჩაურტყამთ რასაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მოჰყვა.

სასამართლოგუშინ გაიმართა, რადგან ვიდალი მას არ დასწრებია, (ჩილეს ნაკრებთან ერთად მექსიკაში იმყოფება), განაჩენი დაუსწრებლად გამოიტანეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უახლოესი 80 დღის განმავლობაში ვიდალმა ჯარიმა - 800 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.

სასამართლომ მის ძმა სანდრინოც დასაჯა, რომელიც ასევე ჩხუბის მონაწილე იყო. თუმცა მისი საჯარიმო სანქცია გაცილებით ნაკლებია. სანდრინომ 120 დღის განმავლობაში 18 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით