ლორისი: "სწორედ ისაა საუკეთესო მეკარე"

18-10-2018, 23:38

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის "ტოტენჰემის" გოლკპერმა  უგო ლორისმა ბრიტანულ მედასთან საუბრისას საკუთარ პოზიციაზე ნომერ პირველი ფეხბურთელი დაასახელა.

"ის ჩემთვის უბრალოდ საუკეთესოა, მისაბაძი და ნომერი პრველი. მანუელ ნოიერში ეჭვი არასოდეს შემპარვია. ის ფანტასტიკური მოთამაშეა და ამას მომავალშიც არაერთხელ დაამტკიცებს".

"იმის ფონზე, რაც მან მიუნხენის "ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრებისთვის გააკეთა, მისი გაკრიტიკება ამჟამინდელი ფორმის გამო არ არის სამართლიანი. პროფესიაში მცრე ჩავარდნებისგან დაზღვეულ არავინაა, მთავარია მსი ღვაწლი არ დავივიწყოთ და ფეხზე მყარად დგომისთვის  მოტივაცია მივცეთ".

"არავისთვისაა მარტივი ერთწლიანი შესვენების შემდეგ კარში დაბრუნება და თანაც, ის კვლავ დიდებულად მოქმედებს, მშვენიერ თამაშს აჩვენებს", - აღნიშნა ლორისმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

კაშია: "სწორ გზაზე ვართ"

დაგვიმეგობრდით