ვენგერი იანვარს აღარ ელოდება

19-10-2018, 09:46

დღეს მიუნხენში "ბაიერნის" დირექტორატის პრესკონფერენცია გაიმართება, რომელსაც კლუბის მმართველთა თავმჯდომარე, კარლ-ჰაინც რუმენიგე და სპორტული დირექტორი, ჰასან სალიჰამიჯიჩი დაესწრებიან.

კულვარებიდან გამოჟონილი ინფორმაცის მიხედვით შესაძლოა, მათ ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობაც დაასახელონ.

Bild-ის ინფორმაციით, ბავარიელთა მომავალი დამრიგებელი არსენ ვენგერი გახდება.

მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ფრანგმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მუშაობას იანვრიდან დაიწყებდა, თუმცა, როგორც ჩანს, გადაწყვეტილება შეცვალა.

შეგახსენებთ, რომ ვენგერი 22 წლის განმავლობაში წვრთნიდა ლონდონის "არსენალს" და იქიდან გასული სეზონის დამთავრების შემდეგ წავიდა.

"ბაიერნს" კი ახლა საშინელი პერიოდი აქვს და ნამდვილად სჭრდება კარგი ხელი. 7 ტურის შემდეგ, ბუნდესლიგაში მეექვსე ადგილზეა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით