საქართველო - კოსოვო. მომენტი, როდესაც სპორტში პოლიტიკა ერევა

19-10-2018, 23:23

საქართველოს ნაკრებმა რომ უეფას ერთა ლიგის 1/2 ფინალში გასვლის უფლება მოიპოვა, ეს ყველას კარგად მოეხსენება. თუმცა, ტურნირის ამ ეტაპზე შესაძლოა გარკვეულ წინააღმდეგობას შევხვდეთ.

კერძოდ, არსებობს საკმაოდ დიდი ალბათობა იმისა, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი კოსოვოს დაუპირისპირდეს. გასაგები მიზეზების გამო ჩვენი ქვეყანა მათ დამოუკიდებლობას არ აღიარებს. შესაბამისად, კოსოვოელებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ აქვთ.

აქედან გამომდინარე, მსგავსი სიტუაციის შექმნის შემთხვევაში სპორტში პოლიტიკის ჩართვა იქნება საჭირო. შესაძლოა, კოსოვოელმა ფეხბურთელებმა მცირეხნიანი საერთაშორისო მოქალაქის ვიზა აიღონ და ამის წყალობით შეძლონ საქართველოში შემოსვლა. ან, ჩვენი სახელმწიფოს შესაბამისმა მაღალჩინოსნებმა გარკვეული დანაკლისი დაუშვან და ამით მოგვარდეს საქმე.

არსებობს მესამე ვარიანტიც. საქართველოსა და კოსოვოს დაპირისპირების შემთხვევაში შეხვედრა ნეიტრალურ სტადიონზე ჩატარდეს. თუმცა, დიდი ალბათობით, ეს უკანასკნელი არ მოხდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით