ანჩელოტი: "ძმა მოკლულმა, აცრემლებულმა კახამ ასეთი გმირობა ჩაიდინა"

20-10-2018, 15:52

ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელ კახა კალაძე "მილანში" კარლო ანჩელოტის მწრთვნელობის დროს (2001-2009) თამაშობდა. სწორედ, ამ პერიოდს დაემთხვა კალაძის ძმის, ლევან კალაძის გარდაცვალება.

ანჩელოტი ნეაპოლში ალესანდრო ალსიატოს წიგნის, "დემონების" პრეზენტაციას დაესწრო და სწორედ აქ გაიხსენა ლევან კალაძის გარდაცვალების ამბავი და "მილანის" ყოფილ მცველს ღირსეული პიროვნება უწოდა. 

"პროფესიონალური თვალსაზრისით, კალაძე სრულყოფილი გახლდათ. მისი ცხოვრების ყველაზე რთულ მომენტშიც კი ბოლომდე გუნდის გვერდით იდგა და თავდაუზოგავად იბრძოდა".

"მისი ძმის ამბავს ყოველთვის მთელი გუნდი განვიცდიდით და ვცდილობდით კალას გვერდში დავდგომოდით. როცა ლევანის გარდაცვალების ამბავი გავრცელდა, ჩემპიონთა ლიგაზე მიუხენის "ბაიერნის" წინააღმდეგ  გასამართი მნიშვნელოვანი მატჩისთვის ვემზადებოდით. ვფოქრობდით, რომ კახა ვერ ითამაშებდა და განთავისუფლებას გვთხობვდა, მაგრამ მან ჩვენთან დარჩენა და და თამაში გადაწყვიტა. ის მოედანზე "მილანის" მაისურით და ცრემლიანი თვალებით დიდებულად გამოიყურებოდა".

"მან დაამტკიცა საკუთარი ღირსება და მსოფლიოს უჩვენა, რომ ბრძოლა ყოველთვის ღირს. კახა ნამდვილად დიდებული პიროვნებაა",- ციტირებს ანჩელოტის იტალიური გამოცემა Tuttosport.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით