ნეიმარი: "ბარსაში" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავბრუნდები"

21-10-2018, 22:42

"პარი სენ-ჟერმენის"  ბრაზილიელმა ფორვარდმა ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში გუნდის სამომავლო გეგმებზე და კატალონოურ კლუბ "ბარსელონაზე" კომენტარი გააკეთა.


"პსჟ" წელს იმაზე გაცილებით ძლიერია ვიდრე შარშან იყო. გუნდში საოცარი ატმოსფერო ტრიალებს. მწრთვნელთან და თანაგუმდელებთან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. ჩვენი გეგმები მიმდინარე სეზონში საკმაოდ დიდი და რთულად მისაღწევია, გვსურს ჩემპიონთა ლიგა და საფრანგეთის ჩემპიონატი მოვიგოთ. ამისთვის თავდაუზოგავად ვიშრომებთ".

"ბარსელონა? - თვალს ვადევნებ პრესაში გავრცელებულ ცნობებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იქ ბევრ ტყუილს წერენ. ჯერ-ჯერობით არსად წასვლაა არ ვაპირებ. კატალონიაში მხოლოდ იმ შემთხვევაში დავბრუნდები, თუ მათი ცუდი სტატისტიკა გაგრძელდება და ვიგრძნობ, რომ ვჭირდები. ახლა კო იქ ყველაფერი არც ისე ცუდადაა როგორც ამბობენ".

"თითქმის ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ძველ თანაგუნდელებთან და ვიცი "ბარსას" შიდა სამზარეულოში რა ხდება. მჯერა კატალონიელები კვლავ შეძლებენ წელში გაიმართონ და ბრძოლა განაგრძონ",-განაცხადა ნეიმარმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით