აზარი "ბატესთან" მატჩს გამოტოვებს

24-10-2018, 23:05

ხვალ გაიმართება უეფას ევროპის ლიგის მე-3 ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის "ჩელსი" ბორისოვის "ბატეს" უმასპინძლებს. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე "არისტოკრატებისთვის" ცუდი ინფორმაცია გავრცელდა.

კერძოდ, ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს კლუბის ბელგიელი ლიდერი, ედენ აზარი, რომელსაც ტრავმა აწუხებს.

27 წლის ფეხბურთელმა პრემიერლიგის გასულ ტურში "მანჩესტერთან" დაპირისპირების დროს ზურგის ტრავმა მიიღო. სწორედ ეს გახლავთ ხვალინდელი თამაშის გამოტოვების მიზეზი.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებს მინდორზე დაბრუნებას აზარი. არსებობს საშიშროება იმისაც, რომ მან კვირას გასამართი პრემიერლიგის მატჩიც გამოტოვოს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით