სიმეონემ პირადი ანტირეკორდი დაამყარა

25-10-2018, 01:00

რამდენიმე წუთის წინ დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-3 ტურის მატჩი, რომელშიც დორტმუნდის "ბორუსიამ" მადრიდის "ატლეტიკო" ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

აღსანიშნავია, რომ ეს შეხვედრა ყველაზე მძიმე გახლავთ დიეგო სიმეონეს მადრიდულ კარიერაში. არგენტინელი სპეციალისტის დამოძღვრილმა "როხიბლანკომ" პირველად იწვნია ოთხბურთიანი მარცხი.

ამ მომენტისთვის გერმანულ კლუბს 9 ქულა აქვს და ჯგუფს ლიდერობს. რაც შეეხება "ატლეტიკოს", ესპანელებს 6 ქულა აქვთ და მეორე ადგილს იკავებენ.

მომავალ ტურში მადრიდული კლუბი "ბორუსიას" საკუთარ კედლებში მიიღებს და დიდი ალბათობით, სწორედ აქ გადაწყდება ჯგუფში საუკეთესოს ვინაობა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირებულება 3 მილიონით შემცირდა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით