5 რამ რაც ჩაკვეტაძესა და მესის აერთიანებთ

1-11-2018, 23:57

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბელგიის "გენკის" ამომავალ ვარსკვლავ გიორგი ჩაკვეტაძეს საფეხბურთო სამყარო დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს. ქართველი ქომაგები და არა მარტო მას ლიონელ მესისთანაც კი აიგივებენ. მართლაც, "ბარსელონას" ვარსკვლავს და ჩვენს 19 წლის ფეხბურთელს არც თუ ისე ცოტა საერთო აქვთ:

1. ორივეს აქვს შესანიშნავი დრიბლინგი. 

ძალიან ხშირად ორივე მათგანი მოედნის ცენტრში თავის თავზე იღებს თამაშს, დრიბლინგით ზონებს ათავისუფლებს და შემდეგ თავისუფალ ადგილას მყოფ თანაგუნდეს პასს აძლევს, რითიც საგოლე მომენტის შექმნის ალბათობა მეტოქის კართან ძალიან იზრდება.

2. ორივეს უყვარს ცენტრიდან თამაში და პასების განაწილება.

მიუხედავად შეტევაში ნაჩვენები კარგი თამაშისა, მესიც და ჩაკვეტაძეც ხშირად იხევენ უკან და თანაგუნდელებს ბურთის დაბრუნებაში, შემდეგ კი ახალი შეტევის წამოწყებაში ეხმარება.


3. 19 წლის ასაკში ორივე მათგანი მსოფლიო პრესის ყურადღების ცენტრში იყო და უდიდეს მომავალს უწიასწარმეტყველებდნენ.

მესი "ბარსელონას" პირველ გუნდში პატარა ასაკშივე დააწინაურეს. ჩაკვეტაძემ კი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ პირველ მატჩებშივე მიიპყრო მსოფლიო მედიის ყურადღება. მოგეხსენებათ, მან ერთა ლიგაში ისტორია შექმნა და პირველი გოლის ავტორი გახდა.


4. ორივე მათგანი ადრეულ ასაკშივე იქცა თავიანთი ნაკრებების საკვანძო ფიგურად.

ორივე მათგანი ადრეულ წლებში სტაბილურად თამაშობდა თავიანთი ქვეყნის ასაკობრივ ნაკრებებში. მესიმ ნაკრების პირველ გუნდში ასპარეზობა 18 წლისამ დაიწყო, ჩაკვეტაძემ კი-19 წლისამ

5. ორივე მათგანი ძალიან თავმდაბალია, წარმატება თავში არ უვარდება და ბევრს შრომობს.

მესის თავმდაბლობის შესახებ საუბარი ზედმეტია, რადგან ეს აღიარებული ფაქტია. ხოლო ჩაკვეტაძემ, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია, მხოლოდ საკუთარ განვითარებაზე ფიქრობს და ხშირად მედიასთან გამოჩენასაც ერიდება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით