რატომ გადავიდა 1998 წელს ქინქლაძე "აიაქსში"?!

4-11-2018, 00:29

გიორგი ქინქლაძემ მანჩესტერ "სიტის" მაისურით სულ 4 წელი გაატარა, თუმცა იგი მაინც ითვლება ამ კლუბის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდებულ ფეხბურთელად.

ქინქი "ქალაქელთა" ღირსებას მაშინაც კი იცავდა, როდესაც კლუბმა პრემიერლიგაში წარუმატებლად ითამაშა და პირველ დივიზიონში გავარდა. თუმცა, საბოლოოდ მას 1998 წელს მას მანჩესტერის დატოვება მოუწია.

ქართველმა ლეგენდამ ეს პერიოდი გაიხსენა და "აიაქსში" გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

"1998 წელს "სიტი" ძალიან ცუდად გამოდიოდა და საბოლოოდ სეზონის ბოლოს საერთოდ მეორე დივიზიონში გავარდა. დრო იყო, ახალი კლუბი მომეძებნა."

"ამ პერიოდისთვის "აიაქსში" შოთა არველაძე გამოდიოდა. კლუბი კი ჩემს პოზიციაზე ფეხბურთელს ეძებდა. შოთას ფაქტორმა ბევრი რამ განაპირობა და საბოლოოდ არჩევანი სწორედ ჰოლანდიურ კლუბზე შევაჩერე." - იხსენებს ქინქლაძე.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით