“იუნაიტედს“ რუნი და ფელაინი დააკლდება

17-02-2016, 19:58

"მანჩესტერ იუნაიტედი" ევროპა ლიგის 1/16 ფინალურ მატჩს "მიტდიულანდთან" რუნისა და ფელაინის გარეშე ჩაატარებს. ლუი ვან გაალმა ბელგიელის და ინგლისელის დასვენება გადაწყვიტა, ამიტომ ისინი განაცხადში არ შეიყვანა, ჯერ გარკვეული არ არის თუ ვინ დადგება მათ პოზიციებზე. "წითლებს" ასევე ლუკ შოუ, ანტონიო ვალენსია, ეშლი იანგი, მარკოს როხო, მატეო დარმიანი, ფილ ჯონსი და ბასტიან შვაინშტაიგერი დააკლდებიან. შეგახსენებთ, რომ შეხვედრა 18 თებერვალს, თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები



ცნობილია რა სიმძიმისაა ხვიჩა კვარაცხელიას ახალი ტრავმა

დაგვიმეგობრდით