კანკავა "რეიმსის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

17-02-2016, 19:32

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "რეიმსის" ნახევარმცველი, ჯაბა კანკავა საფრანგეთში კვლავ შესანიშნავად გამოიყურება. "რეიმსის" ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გულშემატკივრებმა ჯაბა იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. "კანკავა დროთა განმავლობაში "რეიმსის" ლიდერად ჩამოყალიბდა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ინდივიდუალურ დონეზე იანვრის თვე ჯაბასთვის ყველაზე გამორჩეული გახლდათ და ფანებმა სწორედ ის აირჩიეს", - ნათქვამია "რეიმსის" განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში ჩვენი კაპიტანი "დნიპროდან" გასული წლის აგვისტოში გადავიდა.
 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გლდანის საფეხბურთო ცენტრის მშენებლობა იწყება!

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით