გატუზო - რაღაც რეგულაცია დავარღვიე, მაგრამ მკიდია

5-11-2018, 11:02

სერია ა-ს მატჩში "უდინეზემ" "მილანი" მიიღო და 0:1 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, "როსონერის" თავკაცმა, ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა.

"თამაში გაგვიჭირდა, რადგან ბევრი ტრავმირებული ფეხბურთი გვყავს, თუმცა ვფიქრობ, რომ გამარჯვება დავიმსახურეთ. "უდინეზე" ფიზიკურად ძლიერი და აგრესიული გუნდია."

"ჩვენი თამაში და შემართება მომეწონა და ახლა ვიმედოვნებ, რომ იგუაინი, კალაბრია, ჩალჰანოღლუ და ბონავენტურა მოედანს მალე დაუბრუნდებიან. პიპიტამ ზურგის არეშე ტკივილი იგრძნო, ზუსტად იმ ადგილას, სადაც 8-9 წლის წინ ოპერაცია გაიკეთა და იმედი მაქვს, რომ დაზიანება სერიოზული არ იქნება."

"როგორც ნახეთ, გოლის დროს გვერდითა არბიტრმა წესების დარღვევა დააფიქსირა, თუმცა მთავარმა არბიტრმა შემდეგ ვიდეო რეფერი გამოიყენა და საბედნიეროდ გამეორებაზე გამოჩნდა, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა. იმის გამო, რომ გვერდითა არბიტრთან მივედი, რომელმაც გოლის მომენტში თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა, მე დავტოვე ჩემთვის გამოყოფილი ზონა და მოედნიდან გაძევება დავიმსახურე" - განაცხადა რინომ.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩვენებურებმა ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით