"რეალმა" "მილანს" 40 მლნ ევრო შესთავაზა

5-11-2018, 11:34

როგორც იტალიური გამოცემა Mediaset წერს, მადრიდის "რეალმა" იტალიურ "მილანს" სუსოს სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო შესთავაზა.

"სამეფო კლუბი" ვინგერის ძიებაშია და ფლორენტინო პერესს ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად სწორედ სუსო სურს, თუმცა "როსონერიში" ესპანელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მუშაობენ, რაც მის გამოსასყიდ თანხას მკვეთრად გაზრდის.

24 წლის ესპანელი, "როსონერის" მაისურით 2015 წლიდან გამოდის, ხოლო მანამდე ის 2012-2015 წლებში "ლივერპულის" ღირსებას იცავდა. მან მიმდინარე სეზონში იტალიის სერია ა-ში 11 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

წყარო ჯერ-ჯერობიტ, იტალიური მხარის პასუხს არ წერს.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მოლსი: "არველაძესთან ერთად თამაში საოცარი იყო"

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით