გატუზო: "იგუაინი "იუვენტუსთან" თამაშისას აუცილებლად გვჭირდება

5-11-2018, 14:51

"მილანის" თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში "უდინეზეს" წინააღმდეგ შეხვედრაში მინდორის დატოვება  იძულებით მოუხდა, რაც "უდინეზეს" შუახაზელ როლანდო მანდრაგორასთან შეჯახებამ გამოიწვია.

აღნიშნულთან დაკავშირებით "როსონერის" თავკაცმა ჯენარო გატუზომ კომენტარი გააკეთა.

"იგუაინმა ზურგის არეში ტკივილი იგრძნო და შეცვლა მოითხოვა, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ეს სერიოზული არ იქნება. არგენტინელი დიდი ალბათობიღ ევროპა ლიგის მატჩს გამოტოვებს, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ  "იუვენტუსთან" მწყობრში იქნება“, - განაცხადა გატუზომ.

მიმდინარე სეზონში იგუაინმა "მილანის" მაისური 12-ჯერ მოირგო, მის ანგარიშზე კი 7 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

გიორგი ჩაკვეტაძე ჩემპიონთა ლიგაზე - ყველაფერი გადაწყვეტილია

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით