პოჩეტინო: "ლიგიდან გავარდნა სირცხვილი არ იქნება"

5-11-2018, 21:02

ხვალ გაიმართება უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის "ტოტენჰემი" როტერდამის "პსვს" უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე "მეთოფეთა" მთავარმა მწვრთნელმა, მაურისიო პოჩეტინომ ლიგიდან გავარდნის შანსებზე ისაუბრა.

"როდესაც ჯგუფურ ეტაპზე გიწევს ისეთი დონის კლუბების წინააღმდეგ თამაში, როგორიცაა "ინტერი", "პსვ" და რა თქმა უნდა, "ბარსელონა", მარტივად გასვლა შეუძლებელია."

"ასეთ დონეზე გამოსვლისას არ უნდა უშვებდე ისეთ შეცდომებს, როგორიც "ინტერთან" ბოლო წუთზე დავუშვით."

"რომ ვთქვა, რომ ჯგუფიდან გასვლა დავიმსახურეთ, მოვიტყუები. ევროპა ლიგაზე გადასვლა სულაც არ იქნება სირცხვილი. თუმცა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა 1/8 ფინალში გავიდეთ." - აცხადებს პოჩეტინო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ოფიციალურად: გიორგი არაბიძე თურქეთის მე-2 ლიგაში ითამაშებს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით