ანჩელოტი: "კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა გვაქვს"

7-11-2018, 02:59

დღეს გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც "ნაპოლიმ" "პსჟს" უმასპინძლა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

თამაშის შემდგომ ნეაპოლური კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გასვლის შანსებზე ისაუბრა.

"საკუთარ კედლებში თამაში ძალიან სასიამოვნოა. სწორედ მსგავსი მხარდაჭერის შემთხვევაში შეგვიძლია დადებითი შედეგის მიღება."

"ბედნიერი ვარ, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბების წინააღმდეგ ჯგუფში უპირატესობა გვაქვს. მართალია მცირედი, მაგრამ შესაძლოა ეს გადამწყვეტი ფაქტორიც აღმოჩნდეს."

"ჩვენი სათამაშო გეგმა დღეს ბურთის გაკონტროლება და ნეიმარისა და დი მარიას შეჩერება გახლდათ, რაც გამოგვივიდა. ბურთი უმეტესად მეტოქეს ეჭირა, თუმცა ეს დაცვის ხაზში ხდებოდა, რაც საგანგაშო არ გახლდათ. ვფიქრობ, საბოლოოდ შედეგი ლოგიკურია." - აცხადებს ანჩელოტი.

კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

როგორ გამოეხმაურა შოთა არველაძე ბასილაშვილის სკანდალს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით