გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას ბუნდესლიგაში გააგრძლებს?

7-11-2018, 19:53

საქართველოს ნაკრებისა და “გენტის“ შემტევი ფეხბურთელი შესაძლოა ევროპულ გრანდში ვიხილოთ.

ქართველი ფეხბურთელის შეძენით, გერმანული დორტმუნდის “ბორუსია“ ინტერესდება.

“დორტმუნდი“ გიორგი ჩაკვეტაძეს ევროპა ლიგის პლეი-ოფში, “ბორდოს“ წინააღმდეგ შეხვედრაში აკვირდებოდა.

როგორც, იცით გიორგიმ ბოლო 5 შეხვედრაში, 5 გოლის გატანა მოახერხა და მშვენიერ ფორმაშია.

გერმანული პრესის ინფორმაციით, “დორტმუნდი“ აქტიურად აკვირდება გიორგის და მისი შეძენა სურს.

შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძე გენტში 2017 წლიდან ირიცხება და მისი სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონია.




კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით