რონალდუ: "იუნაიტედმა" გამარჯვება დაუმსახურებლად მიიღო"

8-11-2018, 13:22

ტურინის "იუვენტუსმა" "მანჩესტერ იუნაიტედთან" საუთარ მოედანზე 1:2 წააგო. საგულისხმოა, რომ მასპინძლები ძალიან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ორივე გოლი ბოლო 4 წუთში გაუშვეს.

ანგარიში კრიშტიანუ რონალდუმ უმშვენიერესი გოლით გახსნა, მან მარჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მეტოქეებმა გამარჯვება დაუმსახურებლად მოიპოვეს.

"მთელი თამაში ჩვენი დომინირებით წარიმართა. გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა და თავი მაღლა უნდა ავწიოთ. პირველ ადგილზე ვართ და ბოლო ტურის მერეც ამავე პოზიციაზე ვიქნებით".

"წაგება სასიამოვნო არასდროსაა, მაგრამ ეს ყველაზე კარგ დროს მოხდა. "მანჩესტერს" არაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ გამარჯვება მოეპოვებინა, უბრალოდ გაუმართლა" - აღნიშნა პორტუგალიელმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით