სტერლინგმა "შახტარს" მოუბოდიშა

8-11-2018, 13:42

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა რაჰიმ სტერლინგმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, "შახტართან" მოპოვებული გამარჯვების შემდეგ დონეცკურ კლუბს ბოდიში მოუხადა.

საქმე იმაში მდგომარეობს, რომ როცა ანგარიში 1:0 იყო, სტერლინგი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, გაზონს ფეხი წამოკრა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა "ქალაქელმა" გაბრიელ ჟეზუსმა.

"ბურთით მივრბოდი, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ წავიქეცი. არ მგონია კონტაქტი რომ ყოფილიყო, ჩემით დავეცი. გაზონს ფეხი წამოვკარი და ბალახზე გავსრიალდი".

"ასე რომ, მინდა "შახტარს" ბოდიში მოვუხადო", - განუცხადა სტერლინგმა Goal-ს.

მოგახსენებთ, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში სტერლინგმა მეტოქეს გოლიც გაუტანა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

ჩაკვეტაძე ბეილზე წინ, ქართველი ტალანტის უდიდესი მიღწევა

დაგვიმეგობრდით