სებასტიან ჰალერიმა იტალიელთა ყურადღება მიიპყრო

8-11-2018, 15:12

"Calciomercato"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "მილანის" სპორტული დირექტორის, ლეონარდოს სატრანსფერო კანდიდატთა სიაში "აინტრახტის" თავდამსხმელი სებასტიან ჰალერი მოხვდა.

"როსონერი" ბოლო რამდენიმე მატჩია ორფორვარდიან ტაქტიკაზე გადავიდა, გუნდში კი ჯერჯერობით კუტრონესა და იგუაინის სათანადო შემცვლელი არ არის, ამიტომ ჰალერი ზლატან იბრაჰიმოვიჩთან ერთად ერთ-ერთი მთავარ კანდიდატად ფიგურირებს.

წყაროს ცნობით, "მილანს" გერმანელებისთვის ოფიციალური წინადადება ჯერ არ გაუგზავნია, თუმცა გუნდის სკაუტები მის რამდენიმე მატჩს უკვე დაესწრნენ.

24 წლის ფრანგს, რომლსაც "transfermarkt"-ი 15 მილიონ ევროდ აფასებს, მიმდინარე სეზონში აქტივში 15 მატჩში 8 გოლი და 7 საგოლე გადაცემა უწერია



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით