ინფანტინო: "სუპერლიგის შექმნა მონაწილე კლუბებს დიდ ზიანს მიაყენებს"

8-11-2018, 15:52

ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო პრესაში ბოლო დროს გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა, რომელთა მიხედვითაც, ევროპის 16 გამორჩეული გრანდი დამოუკიდებელი ტურნირის, ევრუპის სუპერლიგის შექმნას გეგმავდნენ.

რა თქმა უნდა, ამ იდეის განხორციელების შემთხვევაში მონაწილე კლუბები კარგ ფინანსურ სარგებელს მიიღებენ, თუმცა უეფას ევროტურნირებს, ჩემპიონთა ლიგას და ევროპის ლიგას ზიანი მიადგებათ.

"აღნიშნულის შესახებ მეც შევიტყვე და როგორც ვიცი ყველაფერი იდეის დონეზეა. ვფიქრობ, ინიციატორებმა უნდა გაითვალისწინონ საშიშროება, რომელიც მათ დაემუქრებათ"

"ან იქნებიან ჩვენთან, ან მათი ფეხბურთელები დაემშვიდობებიან ევრიპისა და მსოფლიო ჩემპიონატებს", - ამბობს ინფანტინო.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით