ბენზემა:"იმედი მაქვს ის ჩვენთან დარჩება"

8-11-2018, 18:47

"რეალის" ფრანგმა შემტევმა ქარიმ ბენზემამ, "პლზენთან" გამართული მატჩის შემდგომ ჟურნალისტებთან ისაუბრა. 


ბენზემამ თავის თავზე და გუნდის დროებით თავკაცზე სანტიაგო სოლარიზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "რეალმა" სულ ცოტა, სეზონის ბოლომდე უნდა მისცეს შანსი.

"მე როცა მოედანზე ვარ არა მარტო გოლებზე ვფიქრობ,მინდა გავაკეტო საგოლდე გადაცემები და გავაკეთო ყველაფერი, რაც თავდამსხმელს ევალება.

მე ფეხბურთს იმიტომ ვთამაშობ,რომ  ისტორია შევქმნა, მაგრამ ზოგჯერ ადამიანებს არ ესმით,მაგრამ ეს აღარ მანაღვლებს, მე უკვე 30 წლის ვარ და მყავს შვილები და მხოლოდ მათზე ვფიქრობ.

 
დიდი იმედი მაქვს,რომ სოლარი გააგრძელებს გუნდთან ერთად მუშაობას. ჩემი აზრით, სოლარი თანამდებობაზე, სულ ცოტა, სეზონის ბოლომდე უნდა დარჩეს", - განაცხადა ბენზემამ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით