კოუტინიოს სამედიცინო დასკვნის შედეგები ცნობილია

8-11-2018, 21:27

გავლენიანი "Marca"-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველი ფელიპე კოუტინიო ტრავმირებულია.

წყაროს ცნობით, მილანურ "ინტერთან" თამაშის დროს, ბრაზილიელმა მარცხენა ფეხი საგრძნობლად დაიზიანა, სწორედ ამის გამო მას ძალიან მნიშვნელოვანი თამაშების გამოტოვება მოუწევს.

"სამხრეთამერიკელმა მარცხენა ფეხი "ინტერთან" თამაშის დროს, კერძოდ კი დაცემისას დაიზიანა".

"პირველადი დაკვირვების მიხედვით, ის თავის გუნდს 2 ან 3 კვირის მანძილზე ვერ დაეხმარება. არ გამოვრციხავთ, რომ ეს მოტეხილობა იყოს", - განაცხადა კოუს პირადმა ექიმმა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით