იტალიელთა ლიდერი: "ქართველებს ერთი რამ უნდა დავანახოთ და გავააზრებინოთ"

8-11-2018, 21:46

შაბათს გაიმართება ამხანაგური მატჩი, რომელშიც იტალიის მორაგბეთა ეროვნული გუნდი საქართველოს უმასპინძლებს.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე იტალიელთა ლიდერმა, ტომასო კასტელომ საქართველოს ექვსი ერის გათამაშებაში გაწევრიანებაზე ისაუბრა.

"ქართველებს საკმაოდ კარგი გუნდი ჰყავთ. მათ თავიანთი თამაშით არაერთხელ განუცხადეს მსოფლიოს, რომ ექვს ერში შესვლა სურთ."

"შესაბამისად, შაბათს ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ვაჩვენოთ მათ, რომ ჩემპიონატში ეს ადგილები უკვე შევსებულია. მათ ეს უნდა დაინახონ და გაიაზრონ, შესაბაისად, მოსაგებად ყველაფერს გავაკეთებთ." - აცხადებს 27 წლის სპორტსმენი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით