ისტორიული შანსი, ტოჩინოშინი საუკუნის მიღწევის ზღვარზე

8-11-2018, 22:08

11 ნოემბერს იაპონიის კუნძულ კიუშუზე სტარტს აიღებს 2018 წლის უკანასკნელი ბაშო. ტურნირს დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე ორი ფავორიტი გამოაკლდა.

როგორც იოკოძუნებმა, ჰაკუჰომ და კაკურიუმ განაცხადეს, ისინი მონაწილეობას ვერ მიიღებენ წლის ბოლო ბაშოზე. მიზეზი კი ტრავმები გახლავთ.

რაც შეეხება ლევან გორგაძეს, ქართველი ფალავანი, როგორც ცნობილია, მომავალ ტურნირს საკმაოდ კარგ ფორმაში ხვდება და ბაშოს ერთ-ერთ მთავარ ფავორიტადაც განიხილება.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ვის დაუპირისპირდება გახსნით დღეს ქართველი რიკიში. თუმცა, ამ ბაშოზე გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში ტოჩინოშინს იოკოძუნობის საკმაოდ კარგი შანსი გაუჩნდება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით