რამოსმა მეტოქეს ცხვირი გაუტეხა

8-11-2018, 22:14

გუშინ გაიმართა უეფას ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც მადრიდის "რეალმა" სტუმრად "პლზენს" სძლია, ანგარიშით 0-5.

შეხვედრის პირველ ტაიმში საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი დაფიქსირდა. კერძოდ, "სამეფო კლუბის" კაპიტანი, სერხიო რამოსი მილან ჰაველს საკმაოდ უხერხულად დაეჯახა.

ესპანელმა მცველმა მეტოქეს სახეში იდაყვი მოარტყა, რის გამოც ჰაველს ცხვირი გაუტყდა და სისხლი წამოუვიდა. საბოლოოდ, ამ უკანასკნელს 38-ე წუთზე მინდვრის დატოვება მოუწია.

რაც შეეხება რამოოს, მას ამ მომენტის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაუხსენეს, სადაც "რეალის" კაპიტანთან დაჯახების გამო მუჰამედ სალაჰს მოუწია დროზე ადრე თამაშის დასრულება.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით