არც "დორტმუნდი" და არც "ტოტენჰემი", ჩაკვეტაძე სხვა გუნდში გადავა

8-11-2018, 22:19

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დორტმუნდის "ბორუსიას" გიორგი ჩაკვეტაძის დამატება სურს. როგორც ჩანს, ქართველი ნახევარმცველის მსურველთა რიგი კიდევ უფრო გაიზარდა.

გამოცემა transfermarkt-ის ინფორმაციით, 19 წლის ნახევარმცველის დამატება კიდევ ორ გერმანულ გუნდს, ფრანქფურტის "აინტრახტსა" და ლევერკუზენის "ბაიერს" სურთ.

წყაროს ცნობით, ჩაკვეტაძეს სეზონის სტარტიდან მოყოლებული აქტიურად აკვირდებიან გერმანელი სკაუტები. მომავალ ზამთარს კი კლუბები უკვე მოქმედებაზეც აპირებენ გადასვლას.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა თანხის გადახდას გეგმავენ გიორგის სანაცვლოდ. თუმცა, როგორც ცნობილია, ბელგიელები მის დათმობას 15 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გეგმავენ.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ "ბათუმის დინამოს" ფეხბურთელი დაასახელეს

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით