ვენგერი:"ის თავდაჯერებულობას კარგავს"

8-11-2018, 23:03

ლონდონის "არსენალის" ექს-თავკაცმა beIN SPORTS-თან საუბრისას ალექსის სანჩესის "იუნაიტედში" ცუდად  თამაშზე ისაუბრა და დაასახელა მიზეზები თუ რატომ არ გამოსდის ჩილელს თამაში.
 
სანჩესის მთავარი პლუსი მისი დრიბლინგია, იმის გამო, რომ "იუნაიტედი" დაცვით ფეხბურთს თამაშობს, ალექსის შეტევაში თავისუფლება არ  ეძლევა. ესაა მთავარი მიზეზი თუ რატომ ვერ ახდენს ჩილელი თავისი შესაძლებლობების დემონსტრირებას.

სანჩესი დროდადრო თავდაჯერებულობას კარგავს, რაც აშკარად ეტყობა ალექსის ფიზიკურ ფორმაზე, მაგრამ ამ დროისათვის ის ენერგიით სავსეა, რადგან მოურინიომ იგი რამდენიმე მატჩში სასტარტოში არ დააყენა.

აქვე შეგახსემენთ,რომ სანჩესმა  "იუნაიტედის" შემადგენლობაში 33 მატჩი ჩაატარა სადაც მხოლოდ 4 გოლის გატანა მოახერხა.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით