იტალიელები ქართველთა მხარდაჭერას აღნიშნავენ

8-11-2018, 23:32

შაბათს ქართული რაგბისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა იმართება. იტალიის ეროვნული ნაკრები საქართველოს უმასპინძლებს.

ხსენებული მატჩისთვის აქტიურად ემზადებიან თბილისში, სადაც დაწყებამდე მცირე ხნით ადრე შეკრებაა დაგეგმილი. შეკრებაზე მისული გულშემატკივრები კი ჰიმნს იმღერებენ, რომელსაც თამაშის დაწყებამდე სტადიონზე გაუშვებენ.

ეს ფაქტი არ გამოპარვიათ იტალიელ ჟურნალისტებს. გამოცემა Repubblica-მ კი ამის შესახებ სტატიაც კი დაწერა, საიდანაც მცირე ამონარიდებს გთავაზობთ:

"სოციალურ ქსელში ქართველებმა ბრწყინვალე იდეა ჩამოაყალიბეს. კერძოდ, თამაშის დაწყებამდე ისინი ჰიმნს ჩაწერენ, რომელსაც სტადიონზე გაუშვებენ. ამ იდეას მხარი დაუჭირეს თბილისის მერიამ და რაგბის ფედერაციამ."

"გარდა ამისა, უკვე დადასტურებულია, რომ 2000-მდე ქართველი ქომაგი დაესწრება ამ შეხვედრას, რაც გასვლით თამაშზე ნამდვილად საკმაოდ დიდი ძალაა. ე კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად უყვართ სპორტი ამ ქვეყანაში." - წერს სტატიის ავტორი.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

საქართველოს ნაკრებმა ვარჯიში სრული შემადგენლობით ჩაატარა

პროგნოზები

დაგვიმეგობრდით