ევროპის ლიგის მატჩში ველბეკმა მძიმე ტრავმა მიიღო

9-11-2018, 00:53

დღეს გაიმართა უეფას ევროპის ლიგის მე-4 ტურის მატჩი, რომელშიც ლონდონის "არსენალმა" ლისაბონის "სპორტინგს" უმასპინძლა.

შეხვედრის პირველ ტაიმში საკმაოდ სამწუხარო შემთხვევა დაფიქსირდა. კერძოდ, "მეთოფეთა" თავდამსხმელმა, დანი ველბეკმა ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო.

27 წლის ფეხბურთელმა ფეხის ტრავმა 25-ე წუთზე მიიღო, რის გამოც მისთვის სასწრაფოდ ჟანგბადის მიწოდება გახდა საჭირო.

ამჟამად ველბეკის მდგომარეობა სტაბილურია. დიდი ალბათობით, ინგლისელი ფორვარდი რამდენიმე თვით გამოაკლდება საკუთარ კლუბს.



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

Sport:"ჩაკვეტაძემ გამოცდა ჩააბარა"

დაგვიმეგობრდით