• 30-08-2023
    ცნობილია - რა ნომრით ითამაშებს მიქაუტაძე "აიაქსში"
    ცნობილია - რა ნომრით ითამაშებს მიქაუტაძე "აიაქსში"

    უკვე ოფიციალურად - გიორგი მიქაუტაძე ამსტერდამის "აიაქსის" ფეხბურთელია.

    ქართველმა თავდამსხმელმა ცოტა ხნის წინ ახალ კლუბთან პირველი კონტრაქტი გააფორმა.

    ხელშეკრულების მიხედვით ცნობილია, რომ 22 წლის ფორვარდი ამსტერდამელთა რიგებში 2028 წლამდე იასპარეზებს.

    გარდა ამისა, გაირკვა, რომ გიორგის ახალი სათამაშო ნომერი 19 იქნება.

    შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძე "მეცში" 9-ნომრიანი მაისურით თამაშობდა, რომელიც "აიაქსში" ბრაიან ბრობის ეკუთვნის.

    Facebook კომენტარები