პორტუგალიური გამოცემა: "ჩაკვეტაძე - ნამდვილი ტალანტი ენის გასატეხი გვარით"

10-11-2018, 12:51

პორტუგალიურმა გამოცემა GoalPoint-მა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელს, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, "ჩაკვეტაძე-ნამდვილი ტალანტი ენის გასატეხი გვარით".  სტატიაში ავტორები ქართველს მესისა და ნეიმარს ადარებენ და ამბობენ, რომ მას ბურთით თითქმის ყველაფრის გაკეთება შეუძია.

"ჩაკვეტაძე, C-H-A-K-V-E-T-A-D-Z-E, გიორგი ჩაკვეტაძე. მართალია, გვარი ცოტა რთულად წარმოსათქმელია, მაგრამ უახლოეს წლებში იმდენჯერ გავიგებთ, რომ მისი დამახსოვრება პრობლემა, ნამდვილად, აღარ იქნება. ეს ბავშვი 1999 წლის აგვისტოში, საქართველოსში დაიბადა და თავი ბელგიის ჩემპიონატში წარმოაჩინა - ახალგაზრდა ტალანტებისთვის საუკეთესო ლიგაში. ქართველი "გენტმა" თბილისის "დინამოსგან" 1.5 მილიონ ევროდ შეიძინა და ახლა მას საუკეთესო სეზონი აქვს".

"მიუხედავად იმისა რომ ჯერ სულ რაღაც 19 წლისაა, უკვე აქვს პირველი სრულყოფილი კ სეზონი მაღალი დონის ლიგაში. მისი სტატისტიკა იმდენად შთამბეჭდავია, რომ საეჭვოა, ბელგიურმა კლუბმა მისი კონტრაქტით გათვალისწინებული დროით გაჩერება შეძლოს".

"ქართველი შემტევი ნახევარმცველია, მას ცენტრში და მარცხნივ შეუძლია თამაში და ჭრია დანასავით ბასრი შეტევები აქვს. ბურთით მას თითქმის ყველაფრის მაღალ დონეზე შესრულება შეუძლია. ის 90 წუთში საშუალოდ 1.7 ისეთ შესვლას აკეთებს, რომლის დასრულებაც გოლითაა შესაძლებელი, საშუალოდ 0.5-ჯერ კი თავად შეუძლია გოლის გატანა. ეს მის ასაკში ნეიმარის, მესის ან დე ბრუინის დონის სტატისტიკაა. თუმცა გიორგის უპირატესობა მხოლოდ "ბოლო პასი" არ არის - მეტოქის მესამედზე მისი პასების 77% ზუსტია".

"მიუხედვად იმისა, რომ მისი სიმაღლე 183 სმ-ია, საკმაოდ მოძრავია, შეუძლია სიჩქარისა და კურსის შეცვლა, ასევე ბურთით სწრაფად მოძრაობაც. 90 წუთში 2.2 დრიბლინგი ამის ნათელი დასტურია. აქედან გიორგის დრიბლინგის ნახევარზე მეტი მეტოქის მესამედზე აქვს შესრულებული".

"მიმდინარე სეზონში გიორგის ანგარიშზე 7 გოლია, აქედან 4 "გენტში", 3 კი ნაკრებში. 90 წუთში ის საშუალოდ 2.1-ჯერ ურტყამს მეტოქის კარში, აქედან 1.2 დარტყმა ზუსტია. ის ძირითადად მარცხენა ზონიდან შედის ცენტრში და იქიდან ურტყამს. ზუსტად ასე გაიტანა უეფას ერთა ლიგის ისტორიული, პირველი გოლი ჩაკვეტაძემ.

"რა თქმა უნდა, თამაშში სისუსტეებიც იკვეთება. ჩაკვეტაძეს მოსამატებელი აქვს  უბურთო თამაშში. დარტყმების 54% საჯარიმოს ზონიდან მოდის, 27% - შორეულ დარტყმებზე. მისთვის მარცხენა შემტევის პოზიცია იდეალურია. უბურთო თამაშში კი მხოლოდ 0.5 ჩაჭრა და 1.5 ართმევა 90 წუთში, რაც სრულიად შესაძლოა,  მომავლის ტრანსფერში ხელისშემშლელი ფაქტორი გახდეს, რადგან დიდი კლუბების უდიდესი ნაწილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ პრესინგსა და მაღალ ტემპს, ეს მათთვის ფუნდამენტური საკითხია".

"რისი გაკეთებაც ჩაკვეტაძეს ბურთით შეუძლია, მეტყველბს მის უდიდეს პოტენციალზე. გიორგის აქვს ყველაფერი იმისთვის, რომ კლუბი და ნაკრები იმ დონეზე აიყვანოს, როგრზეც არასოდეს ყოფილა, რაც კარგად გამოჩნდა საქართველოს ნაკრების წარმატებული სტარტით უეფას ერთა ლიგაზე. ის უკვე საკმაოდ პოპულარულია, რომ მისი სახელის დამახსოვრება არ გაგვიჭირდეს",-წერს GoalPoint-ი. 



კომენტარის დასამატებლად გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია.

ქართული ამბები

დაგვიმეგობრდით